3. ბიოგრაფია
• მე ვიცოდი, რომ ძალზე მძიმე ცხოვრება
ჰქონდა გამოვლილი. სულ პაწია იყო, მამა რომ
კედელთან მიუყენეს კომუნისტებმა. დიდ ხანს
ატარა ~ხალხის მტრის~ შვილის მწარე დამღა,
გულში ჩახვეული დარდი და მალული
ცრემლი. გამოსცადა უმამობის სიმწარე,
შიმშილი, სიტიტვლე, სიცივე და სხვა მრავალი
ჭირსახდელი. არც მერმე ულხინდა,
დაჭაბუკებულს: მისი ტოლ-სწორნი რომ
ლაღად, ფუფუნებით ცხოვრობდნენ, თვითონ
ოფლითა თვისითა შოულობდა არსობის პურს.
ერთ ხანს, თურმე, უნივერსიტეტიც
მიუტოვებია და მაშინ დიდად გახმაურებული
სამგორის არხის მშენებლობაზე უმუშავნია
უბრალო მიწისმთხრელად. მაგრამ,
საბედნიეროდ, ღვთაებრივი ნაპერწკალი,
იმთავითვე რომ ~ჟოლავდა~ მის სულში, ნელ-
ნელა გაღვივდა, აალდა და, მერმე, უჩვეულო
კაშკაშით გაანათა ქართული მწერლობა.